2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 1 217 ლარს შეადგენს - ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 91.6 ლარით გაიზარდა. ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.
შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
მშენებლობა - 2 008.4 ლარი (წლიური ზრდა - 16.4 პროცენტი)
ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 958.7 ლარი (წლიური ზრდა - 9.7 პროცენტი)
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 936.2 ლარი (წლიური ზრდა -3.7 პროცენტი)
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1 898.6 ლარი (წლიური ზრდა -19.4 პროცენტი)
ქალების საშუალო ხელფასი 924.1 ლარით, ხოლო კაცების - 1475.7 ლარით განისაზღვრა. თითქმის ყველა სექტორში მამაკაცების ხელფასი, ქალების ხელფასს აღემატებოდა.