მეტროში, ლიანდაგზე მამაკაცი ჩავარდა

2019-12-16 11:24:24

მეტროსადგურ "ვაგზლის მოედნის“ მეორე ხაზზე, მატარებლის ლიანდაგზე მამაკაცი ჩავარდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, მამაკაცი მგზავრებმა ლიანდაგიდან უვნებლად ამოიყვანეს. მისივე თქმით, აღნიშნულ პირს შემთხვევის შედეგად არანაირი დაზიანება არ მიუღია და ის შემთხვევის ადგილიდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს.