საცობი რუსთავის შემოსასვლელში

2019-12-14 10:11:41

რუსთავის შემოსასვლელში, ავტობაზრობასთან საავტომობილო რიგებია.

ასობით ავტომობილი ამ დრომდე საცობშია.

მძღოლები ბაზრობაზე შესვლას და ასევე სხვადასხვა მომსახურების მიღებას ცდილობენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

პოლიციელები საავტომობილო მიმოსვლას აწესრიგებენ.