ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

2019-12-12 12:03:52

თბილისი-ბაკურციხის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლის გიორგი ახვერდაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონულ განყოფილებაში მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ფოტო არ ასახავს რეალობას.