ნიკა მელია დეპუტატი აღარ არის

2019-12-12 09:55:03

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება კომიტეტზე რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს" ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულის, ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2 დეკემბერს დაადგინა.

ნიკა მელიას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, ორი წლის და სამი თვის ვადით, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.