რუსთავში ავტობუსებს ღებავენ

2019-12-11 19:14:45

რუსთავში, ყვითელ ავტობუსებს ღებავენ. ინფორმაციას მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაზიანებული სავარძლების აღდგენა მოხდა.

სავარძლების რესტავრაციისთვის და სამღებრო სამუშაოებისთვის თანხები ავტოტრანსპორტის საწარმოს ბიუჯეტიდან გამოიყო.

სხვადასხვა სამარშრუტო ავტობუსების შეკეთება და განახლება ეტაპობრივად მოხდება.