სავარძლების რესტავრაცია ყვითელ ავტობუსებში

2019-11-30 11:03:47

რუსთავში, ყვითელ ავტობუსებში დაზიანებული სავარძლების აღდგენა მიმდინარეობს.

როგორც რუსთავის ავტოტრანსპორტის საწარმოს ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, სხვადასხვა სამარშრუტო ავტობუსების სავარძლების შეკეთება და განახლება ეტაპობრივად მოხდება.

სავარძლების რესტავრაციისთვის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეის მდგომარეობით ქალაქში არსებულ 6 მარშრუტზე  20 ერთეული ავტობუსი მოძრაობს, სამუშაო დღეებში ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით  17, ხოლო  დასვენების დღეებში  12 ავტობუსი.