რუსთავის სასაფლაოზე ძლიერი ხანძარია

2019-12-10 17:57:51

ამ წუთებში რუსთავის სასაფლაოზე ძლიერი ხანძარია. 

ცეცხლი გამხმარ ბალახს მოედო და სავარაუდოდ სასაფლაოებზეც გადავიდა.

ხანძარი ძველ სასაფლაოებზე გაჩნდა.

ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 1 ეკიპაჟია მობილიზებული. მეხანძრე მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

ნახეთ რა ხდებოდა შემთხვევის ადგილზე.