რუსეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

2019-12-10 15:34:36

რუსეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. მამუკა დარჩიას სასიკვდილო ჭრილობები სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს.

გარდაცვლილი, გურიის სოფელ ბაილეთიდანაა. ის უკვე წლებია, რაც რუსეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. გარდაცვლილს საქართველოში, სავარაუდოდ, ხვალ ჩამოასვენებენ.