ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ნელ-ნელა ყველა მაღაზიის დახლზე პიროტექნიკა გამოჩნდა. ამ ერთი შეხედვით უწყინარი ნივთის არასწორი გამოყენების გამო ადამიანმა შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება მიიღოს. 2 დეკემბერს სეზონის პირველი მსხვერპლი დამწვრობის ცენტრში თვალის დაზიანებით მიიყვანეს. 4 წლის ბავშვმა პიროტექნიკა ქვაბში ჩააგდო, ააფეთქა და სახის არეში დაზიანება მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა ერთი წლის წინ ადმინისტრაციული სამართალი დარღვევათა კოდექსში ცვლილება შეიტანა, რაც პიროტექნიკის 18 წლამდე ადამიანისთვის მიყიდვას კრძალავს და მისი დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 100 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 200 ლარის ოდენობით ჯარიმდება, არასრულწლოვნები მაინც დაუბრკოლებლად ყიდულობენ ე.წ ასაფეთქებლებს.
კანონის არსებობის მიუხედავად, როგორც აღმოჩნდა, არ არსებობს ორგანო, რომელიც დარღვევებს დააფიქსირებს და ჯარიმებს გამოწერს. შესაბაისად კანონი არის, მაგრამ მისი აღსრულება არ ხდება, რადგან არასრულწლოვნებს თავისუფლად შეუძლიათ პიროტექნიკის შეძენა და მოხმარება.გარდა ამისა ადამიანი, რომელიც პიროტექნიკას ყიდულობს, არ კითხულობ მასზე დატანილ გამოყენების ისტრუქციას.
როგორ გამოვიყენოთ უსაფრთხოდ პიროტექნიკა:
1)არასოდეს ააფეთქოთ ის დახურულ სივრცეში
2)თუ ღია სივრცეში იყენებთ პიროტექნიკას, დარწმუნდით რომ ბალახი არ არის გამხმარ და მშრალი, რადგან შესაძლოა მას ცეცხლი გაუჩნდეს.
3)ცეცხლის წაკიდების წინ ასაფეთქებელი საშუალება დაიკავეთ სახისგან და ტანისგან მოშორებით.
4)ცეცხლის წაკიდები შემდეგ ასაფეთქებელი საშუალება გადააგდეთ რაც შეიძლება მალე.
5)ნუ ეცდებით ექსპერიმენტების ჩატარებას და ნუ აიფეთქებთ ხელებში და სახესთან ახლოს.