პარკირება რუსთავში

2019-12-17 00:36:04

მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ რუსთავის ცენტრალურ გამზირზე, პირდაპირ ტროტუარზეა გაჩერებული.

კანონის თანახმად, დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის მძღოლები, საპატრულო პოლიციის მიერ 10 ლარით დაჯარიმდებიან.

ასევე პოლიციას აქვს უფლება, რომ თუ მითითების შემდეგ ავტროსატრანსპორტო საშუალების მეპატრონე მანქანას აღნიშნული ტერიტორიიდან არ გაიყვანს, გამოიძახოს ევაკუატორი და მოხდეს ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანა. შესაბამისად, მძღოლს 10 ლარის გარდა, საჯარიმო სადგომზე განთავსებისთვის დღიური თანხის გადახდაც მოუწევს.

ტროტუარების მითვისებით შეწუხებული ქვეითები ამბობენ, რომ ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჯერ კიდევ არსებობს ადგილები, სადაც ტროტუარებზე დაპარკინგებულ ავტომობილებს შეხვდებით. მათი თქმით, ასეთი ადგილებია შარტავა, მესხიშვილი და მეგობრობი გამზირი.