საქართველოში H1N1-ის ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

2019-12-10 11:05:48

ბათუმში მოზარდს H1N1 ვირუსი დაუდგინდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ამბობენ, ასევე გამოვლინდა  H2N3 ვირუსის შემთხვევა, რომელიც მცირეწლოვანს აღმოაჩნდა.

ცენტრში განმარტავენ, რომ A ტიპის ვირუსის გარდა უკვე ცირკულირებს B ტიპის ვირუსები, რომლებიც შედარებით მსუბუქი სიმტპომატიკით ხასიათდება. რაც შეეხებათ პაციენტებს, ისინი ამ დროისთვის უკვე გამოჯანმრთელებულები არიან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის – ამირან გამყრელიძის თქმით, წელს სეზონური გრიპის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და გასულ წელზე მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია.