ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა (ვიდეო).

2017-04-11 15:17:23

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ლილოს გზაზე. ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად „ტოიტას“ „ჰონდას“ ჰიუნდაის“ „ფოლცვაგენის“ „ჟიგულისა“ და „აუდის“ ფირმის ავტომობილები დაზიანდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულები რუსთავის სამედიცინო კლინიკებში მოათავსეს. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეები გასვენებაში მიდიოდნენ. მათ გადაჭარბებული სიჩქართ მანქანა საპირისპირო მიმართულებიდან შეეჯახა.