ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე. ქვემო ფონიჭალაში ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების შესახებ "ინფო რუსთავი" ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობს.
ავარიამ მაგისტრალზე საავტომობილო საცობი გამოიწვია.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს ერთ-ერთმა მძღოლმა განუცხადა, მაგისტრალზე ავტომობილები შეზღუდულად გადაადგილდებიან და მგზავრები უკვე 30 წუთია საცობში იმყოფებიან.