ძველ ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე ერთდროულად მასაჟის 12 სალონში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეს პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის მუხლით იძიებენ.
„მოსამართლის განჩინების საფუძველზე12 ობიექტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით, რაც გულისხმობს პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას," - განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ჭედიშვილმა.
ობიექტების თანამშრომლებს გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანენ.