"ბიჭუნა კოსტავას გამზირზე დაბრუნდა"

2018-08-20 17:29:37

კოსტავას გამზირზე განთავსებული ინტერაქტიული ბიჭუნა დაბრუნდა. 

რამდენიმე თვის წინ უცნობმა პირებმა ქანდაკება დააზიანეს რის გამოც მოხდა ბიჭუნას დემონტაჟი.

პირველად დამონტაჟებული ბიჭუნას ქანდაკება ფეხშიშველი იყო, რესტავრაციის შემდეგ კი ავტორმა მანუჩარ ოქროსცვარიძემ სპორტული ფეხსაცმელი მოარგო.

სკულპტურა თავის ადგილს დაუბრუნდა რომელიც კოსტავას გამზირზე „თიბისი ბანკი“ წინ იყო განთავსებული.

მონუმენტის მონტაჟს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, სახელოვნებო სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გეგი ლიპარტელიანი ესწრებოდნენ.

ინტერაქტიული ბიჭუნას ქანდაკება "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლებმა დაამონტაჟეს.

შეგახსნებეტთ, რომ ინტერაქტიული ბიჭუნას ქანდაკება პროექტ რუსთავის საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში დამზადდა.

"პროექტის ავტორის სიტყვებს დავესესხები და ვიტყვი, რომ ეს ბიჭუნა  ყველას მოენატრა და თავის ადგილს დაუბრუნდა. უბრალოდ მინდა, რომ ყველამ გააცნობიეროს ეს ბოჭუნა რისთვისაც შეიქმნა. მონუმენტი იმაზე მიუთითებს, რომ არის პატარა ბავშვი რომელსაც თეთრი სამოსი აცვია რომელიც როგორც სიკეთეს ასევე უარყოფითსაც კი ირეკლავს. რა ფორმითაც ეს ბიჭუნა შეიქმენა ამ ყველაფერს გაცნობიერება  და გაფრთხილება უნდა", - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.