სიძის მკვლელობის ბრალდებით ცოლის ძმა დააკავეს

2019-12-09 14:45:34

სოფელ დირბში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, პოლიციამ 1996 წელს დაბადებული პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 6 დეკემბერს მოხდა.  სიძესა და ცოლის ძმას შორის დაპირისპირების დროს ცოლის ძმამ 22 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით მოკლა.