co-თი 2 ადამიანი მოიწამლა

2019-12-09 09:12:02

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მიხეილ მესხის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა. 32 წლის ქალი გარდაიცვალა, მისი 22 წლის ძმა კი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

პირველი სამედიცინო ცენტრის ექიმის, მაია თოფჩიშვილის ინფორმაციით, შემოყვანისას ორივე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო. 22 წლის კაცი ოჯახის წევრების მოთხოვნით ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

წინასწარი ვინფორმაციით, ბინა გაქირავებული იყო და უბედური შემთხვევა არასწორად დამონტაჟებულმა გაზის გამათბობელმა გამოიწვია.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

წყარო: imedinews