ორი ნიღბიანი ოჯახს თავს დაესხა

2019-12-07 14:57:16

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში სადიკ აბასალის ოჯახს თავს ორი ნიღბიანი დაესხა.

70 წლამდე მამაკაცი სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ცოლ-ქმარი სასტიკად სცემეს. სახლიდან ორი ოქროს ბეჭედი და მობილური ტელეფონი წაიღეს.

„გავიგეთ, რომ სადიკ აბასალი და მისი ცოლი სცემეს. ესენი თურმე ეხვეწებოდნენ, არ გვცემოთო. მამაკაცი საავადმყოფოშია , ქალი კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს", - აცხადებენ ადგილობრივები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის.