საქართველოს "სამოქალაქო მოძრაობა" მაჟორიტარების მხილების კამპანიას განაგრძობს.
ცნობიალია, რომ ალეკო ელისაშვილი დმანისში დღეს აქცია აქვს დანიშნული.
ალეკო ელისაშვილი და მისი გუნდის წევრები დღეს დმანისში ჩავიდნენ.
წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა ოპოზიციას ბანერები დაახვედრა.
დმანისში ჩასულ ელისაშვილს და მის თანამოაზრეებს დიდი ბანერი დახვდათ წარწერით - „სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არამარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში.“
„welcome, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ალეკო“ - წერია კიდევ ერთ ბანერზე.
კამპანიის „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში, ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“ წალკისა და დმანისის მაჟორიტარ დეპუტატს კახა ოქრიაშვილის წინააღმდეგ აქცია აქვს დაგეგმილი.