ახალგაზრდა ბიჭმა სიძე მოკლა

2019-12-06 15:16:06

მკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტში.

სოფელ დირბში 22 წლის ახალგაზრდამ დის ქმარი მოკლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

მკვლელობის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

სიძე სამტრედიიდან ჩავიდა და ის მეუღლესთან შერიგებას აპირებდა.

ბაჩანა ცენგირაშვილმა, რომელიც მეუღლეებს შორის არსებულ კონფლიქტს არკვევდა, დის ქმარი, ჭიქაშუა ვალერი სახლიდან მოშორებით გაიყვანა და რამდენიმე დარტყმით მოკლა. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, ის ამ დრომდე ძებნაშია.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.