მარნეულში ახალი სკვერი მოეწყო

2019-12-06 15:08:50

ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩის, №3 კორპუსის ეზოში ახალი სკვერი მოეწყო.

სკვერის გახსნას, მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძე და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ მარნეულში სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ახალი სკვერი, უახლოეს მომავალში რუსთაველის №20- ში მდებარე კორპუსის ეზოშიც მოეწყობა. მიმდინარე წელს ახალი სკვერი მოეწყო, ქალაქ მარნეულში, ქობულეთის ქუჩაზეც.