პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

2019-12-06 14:45:01

ჩხოროწყუში დააკავეს პოლიციელი, რომელსაც ახალგაზრდა კაცი გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

პოლიციელის დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. საქმეს პროკურატურა იძიებს.

ბრალდებულის ადვოკატი ამბობს რომ, ისინი 48 საათის განმავლობაში აპირებენ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას. პოლიციელი, ადვოკატის ცნობით, თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"დაიწყო გახდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა და იარაღი ამოიღო და მაჩვენა, ტანსაცმელი გაიხადა და გადაყარა. მე ვუთხარი, რას აკეთებ, არაფერს დამაცადეო. როგორც კი გამოძრავებას დავიწყებდი, იწეოდა იარაღისკენ, მერე მუქარაზეც გადავიდა, გინდა, არ გინდა, მე შენთან სექსი უნდა მქონდესო. გამაფრთხილა, რაიონში არ გავსულიყავი და ამ თემაზე თუ ხმას ამოვიღებდი, ცუდი ამბავი მოყვებოდა ამას", - ამბობს მთავარ არხთან საუბარში დაზარალებული კაცი, რომელიც პოლიციელს, აირი დარსალიას, გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულ პოლიციელს ბრალს კანონით დადგენილ ვადებში წარუდგენენ. გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე ისჯება.