ლიმონათს, რომელშიც კენჭი იპოვეს, რუსთავში აწარმოებენ (ვიდეო).

2017-04-10 19:59:39

რუსთავში წარმოებულ ლიმონათში ქვა იპოვეს. ფაქტის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა „ინფო რუსთავს“ გვერდის მომხარებელმა მოაწოდა. მოქალაქის ინფორმაციით, მან შეიძინა ლიმონათი, რომლის გახსნის შემდეგაც, სასმელში ქვა აღმოაჩინა. „ინფო რუსთავი“ ლიმონათის საწარმოში მივიდა. საწარმოს ხელმძღვანელი პირების განცხადებით,  შესაძლოა უცხო სხეული, ლიმონათში წყლის მეშვეობით მოხვდა. ლიმონათის საწარმო რუსთავში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარეობს.