მასწავლებელს მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებენ

2019-12-05 13:12:53

ქუთაისის N3 საჯარო სკოლის მასწავლებელს მე-3 კლასის მოსწავლის მშობელი ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

„მოვიდა ბავშვი გაკვეთილების შემდეგ. დადო თმა მაგიდაზე და აქვითინდა. თქვა რომ რვეულში ფურცელი გაუთავდა და ამის გამო მასწავლებელმა თმა ამოგლიჯა. მე უკვე გავგზავნე წერილები განათლების სამინისტროსა და შსს-ში, ასევე მივმართე სახალხო დამცველს. ვფიქრობ ფაქტს რეაგირება ექნება“, – აცხადებს მოსწავლის მშობელი, რომელიც ფოტოს აქვეყნებს.

თავად პედაგოგი, თამარ კუხიანიძე ბავშვზე ძალადობის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ მოსწავლეს უბრალოდ უსაყვედურა თუ რატომ არ წერდა რვეულში.

N3 საჯარო სკოლის დირექტორი, თამაზ ჭაბუკიანი აცხადებს, რომ საკითხს ამ ეტაპზე სკოლაში იკვლევენ და აღნიშნულზე ადმინისტრაცია და დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს.

ინფორმაციას EDU.ARIS.GE  ავრცელებს.