პოლიციელმა პოლიციელს ესროლა

2019-12-05 10:42:30

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პოლიციელმა პოლიციელს და გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს ესროლა.

არსებული ინფორმაციით იმ დროს როდესაც მამაკაცმა ცეცხლი გახსნა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა, დაზიანდა სამართალდამცავების ავტომობილები.

პოლიციელი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს.