დაკვამლიანება მეტროსადგურში

2019-12-04 17:21:41

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკვამლიანებაა.

მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს დროებით არ ემსახურება და მატარებლები მხოლოდ მეტროსადგურ „სამგორამდე“ მოძრაობენ.

ადგილზე გასულია ენერგოჯგუფი. ამ დროისთვის დაკვამლიანების მიზეზი უცნობია.

შეტყობინება დაკვამლიანების შესახებ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ 17:00 საათზე შევიდა.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჩასული მგზავრები სხვა სადგურზე გადაიყვანეს.