საახალწლო სამზადისი

2019-12-14 13:41:22

ახალი წელი გვიახლოვდება, დღესასწაულების დღესასწაული კი ადამიანთა უმრავლესობისთვის ნაძვის ხესთან ასოცირდება. სამზადისიც იწყება ასე, დღესასწაულამდე რამდენიმე კვირით ადრე, თუ ოჯახში ხელოვნური ნაძვის ხე გვაქვს, მის მოძებნას ვიწყებთ, თუ არ გვაქვს, ვიძენთ და თუ უპირატესობას ცოცხალ ნაძვს ვანიჭებთ, ველოდებით მოვაჭრეების გამოჩენას, ისინი კი ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე ახალ წლამდე 3-4 დღით ადრე ჩნდებიან.

ჯადოსნურ სამყაროში, რომელიც ახალი წლის ირგვლივ იქმნება, მთავარი ადგილი სწორედ საშობაო ხეს უჭირავს, ის ამ დღესასწაულის სიმბოლოა და სწორედ ამიტომ არჩევენ ადამიანები დიდი რუდუნებით მას.

იმ ფონზე, რაც ახალ წლამდე რამდენიმე კვირა რჩება, თუ ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ ნაძვის ხე და მის ყიდვას აუცილებლად აპირებთ, უნდა გაეცნოთ ამ სტატიას, რომელშიც"ინფო რუსთავი" გიყვებათ, სად და რა ფასებში შეგიძლიათ შეიძინოთ რუსთავში ახალი წლის მთავარი ატრიბუტი, საშობაო ხე.

რუსთავში არსებულ დიდ სუპერმარკეტებსა და ბაზრობებზე ფასები ნამდვილად განსხვავებულია, თუმცა შემოგთავაზებთ დაახლოებით ღირებულებებს, რათა  წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო შე­ნა­ძე­ნის გა­კე­თე­ბა გა­გი­ად­ვილ­დეთ.

სავაჭრო ცენტრებში და სუპერმარკეტებში ფორმის, ზომისა და მორთულობის მიხედვით ფასის ათასგვარ ვარიაციას შეხვდებით. რაც უფრო მა­სი­უ­რი და ვი­ზუ­ა­ლუ­რად ბუ­ნებ­რივ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლია ნაძ­ვი, მისი ფასი მით უფრო მა­ღა­ლია. ფას­ზე ასე­ვე დიდ გავ­ლე­ნას ნაძ­ვის ხის ზომა ახ­დენს - რაც უფრო მა­ღა­ლია სა­შო­ბაო ხე, მით მე­ტია მისი ღირებულებაც.  სუპერმარკეტებში ყველაზე პატარა, დაახლოებით 50 სანტიმეტრიანი ნაძვის ხის ყიდვას 10 ლარად შეძლებთ, თუმცა 10 ლარიდან დაწყებულმა ფასმა შესაძლოა 710 ლარამდეც კი მიაღწიოს.

110  სმ - 30-65ლ

120 სმ - 65-114ლ

150 სმ - 90-167ლ

180 სმ - 60-359ლ

210 სმ - 250-441ლ

240 სმ  - 196-460ლ

270 სმ - 710ლ

უნდა აღინიშნოს, რო ფასები განსხვავებულია იმის მიხედვით, არის თუ არა დათოვლილი ნაძვის ხე და აქვს თუ არა გირჩები.

რაც შეეხება ბაზრობას, ე.წ. "სტამბოლის ბაზრობაზე", რამდენიმე ლოკაცაზე ნახავთ საშობაო ხეებს და შეიძლება ითქვას, რომ არჩევანი არც თუ ისე მრავალფეროვანია.

ბაზრობაზე "ინფო რუსთავის" გადამღებ ჯგუფს ყველაზე იაფფასიანი ნაძვის ხე 6 ლარად შეხვდა.

90 სმ - 6ლ

120 სმ - 25-35ლ

150 სმ - 50-60ლ

180 სმ - 60-150ლ

210 სმ - 100-250ლ

რო­გორც გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, მომ­ხმა­რე­ბე­ლი უკვე აქ­ტი­უ­რობს და დე­კემ­ბრის პირ­ვე­ლი რი­ცხვე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, უკვე საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბის ხე გა­ი­ყი­და.