ჯანდარის ტბაზე დაღუპული მამაკაცები ნათესავები, ერთმანეთისთვის სიძე და ცოლისძმა იყვნენ.
26 და 21 წლის ახალგაზრდები 3 დღის ძებნის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დღეს გარდაცვლილები ნახეს.
გიორგი ქველაძისა და ირაკლი ბოჭოიძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამაკაცები ჯანდარის ტბაზე სანადიროდ წავიდნენ. ოჯახის წევრებმა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდები დაიკარგნენ, თავად გაასაჯაროვეს მამაკაცების ფოტოები და ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე თვითმხილველებს, რაიმე ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, დაკავშირების თხოვნით მიმართეს.
26 და 21 წლის ახალგაზრდები, ჯანდარის ტბაზე 2 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე დაიკარგნენ. მათი სამძებრო სამუშაოები 3 დღის განმავლობაში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.