რუსთაველი სპორტსმენის წარმატება

2019-12-03 18:53:36

ტაეკვანდოში საქართველოს ორგზის ჩემპიონი, რუსთაველი სპორტსმენი, 18 წლის აკაკი გოგალაძე გახდა.

ახალგაზრდა სპორტსმენმა მონაწილეობა კლუბ "რუსთავის" სახელით, სინიორების 58კგ წონით კატეგორიაში მიიღო.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას, აკაკი გოგოლაძე აცხადებს, რომ: - "დიდი შემართებით ვემზადებოდი. ვვარჯიშობდი დამატებით და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მომეგო. გამარჯვების მოლოდინი რა თქმა უნდა მქონდა და გამართლდა კიდეც ჩემი მოლოდინები"

ჩემპიონატის ორგანიზატორები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია არიან.

შეჯიბრებაში მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონის სპორტსმენები იღებდნენ.