კრიტიკული შეუსაბამობა რუსთავის მაღაზიაში

2019-12-04 00:33:31

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნოემბრის თვეში რუსთავში, საწარმოო პროცესი 1 ობიექტს შეუჩერა.

სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოში აცხადებენ, რომ საწარმოთა ინსპექტირების ფარგლებში ხორცის სარეალიზაოციო ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა. სამსახურის ხელმძღვანელის, მირანგულა ლიპარტელიანის თქმით, ობიექტი 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა და ფუნქციონირება მას შემდეგ აღადგინა, რაც არსებული დარღვევები გამოასწორა.

დარღვევები დაფიქსირდა რეგიონშიც. ქვემო ქართლის მასშტაბით გეგმიური თუ არაგეგმიური კონტროლი და გადამოწმება, ჯამში, 96 ობიექტს ჩაუტარდა, 100-ზე მეტი ობიექტი კი დოკუმენტურად შემოწმდა. სხვადასხვა დარღვევა გამოვლინდა სულ 36 ობიექტში, კონკრეტულად კრიტიკული შეუსაბამობა კი 8 ობიექტში დაფიქისრდა, რომელთაც საწარმოო პროცესი შეუწყდათ. აღნიშნული ობიექტების უმრავლესობამ ამ ეტაპზე ფუნქციონირება განაახლა.

ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი მანამ, სანამ ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან და საწარმოო პროცესი იქმადე შეუჩერდებათ, სანამ არ გამოასწორებენ არსებულ პირობებს.