შალვა ნათელაშვილის შვილი დააკავეს

2019-12-02 15:08:10

მცხეთაში, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუპატის დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან მოძრაობა გაბედეს წევრი ბექა ნათელაშვილი დააკავეს. მაჟორიტარის ბიუროსთან დილიდან აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სამართალდამცველებმა კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

დაპირისპირება „გაბედეს“ წევრებსა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის მოხდა. ფიზიკური შეხლა-შემოხლის შედეგად, დაშავებულია „გაბედეს“ რამდენიმე წევრი.