"მონანიება 50 ლარად"

2019-12-02 11:47:15

“გირჩის” მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლება” საკუთარ მღვდელმსახურებს მონანიებისა და ეკლესიის მსახურებიდან გასვლის შესაძლებლობას აძლევს – ინფორმაციას “გირჩი” ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მონანიების საფასური 50 ლარია.

“მღვდელმსახურის სტატუსის გასაუქმებლად, “ბიბლიური თავისუფლების” წევრები “გირჩის” ოფისში, ბესიკის 4-ში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 14:00-დან 17:00 საათამდე უნდა მოვიდნენ.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია – პირადობის მოწმობა, გაცემული მოწმობა, მისი ასლი ან კურთხევის საფასური. მონანიების საფასური: 50 ლარი. ” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, “გირჩმა” “ბიბლიური თავისუფლება” ორი წლის წინ, ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გასათავისუფლებლად დააფუძნა. ამ დროისთვის რელიგიურ ორგანიზაციას 30 ათასამდე მღვდელმსახური ჰყავს”.