ახლგაზრდა გოგო გარდაცვლილი ნახეს

2019-12-01 14:47:42

ხევსურეთში, ლიქოკის ხეობაში ახალგაზრდა გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მშობლებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნახეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რა გახდა ახალგაზრდა გოგოს თვითმკვლელობის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.