რა დაიწვა რუსთავის სასაფლაოზე

2019-12-01 11:31:18

რუსთავის სასაფლაოზე გუშინ საღამოს ცეცხლი ბალახებს გაუჩნდა და მიმდებარე ტერიტორიაზე მალევე გავრცელდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 ეკიპაჟი მუშაობდა, ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.

ხანძრის შედეგად საფლავები არ დაზიანებულა.

არსებული ინფორმაციით უცნობმა პირმა ფოთლებს და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ცეცხლი წაუკუდა რომელიც მოგვიანებით ხმელ ბალახებზე გავრცელდა.

შეგახსენებთ რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი იყო 1 თვის წინ.