1 გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული

2019-11-30 23:40:08

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში.

ერთმანეთს სოფელ ზოტის მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახენ.

ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლის, 24 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმე იყო, ის რეანიმობილით თბილისში გადაიყვანეს თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.