რუსთავში, 1 დეკემბრიდან ტაქსით მომსახურეობის საფასური იზრდება.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" რამდენიმე კომპანიას დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ ხვალიდან ქალაქში ტაქსით მომსახურეობა 1 ლარით ძვირდება.
ახალი რუსთავის მასშტაბით ტარიფი 3 ლარს შეადგენს, რაც შეეხება ძველი რუსთავის მიმართულებით მგზავრობის საფასური 4 ლარი იქნება.