ხანძარი რუსთავის სასაფლაოზე

2019-11-30 18:09:49

რუსთავში, ძველ სასაფლაოებზე ხანძარი გაჩნდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი, ორ ლოკაციაზე, ბალახს წაეკიდა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს კერების დამუშავება.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 და საპატრულო პოლიციის 1 ეკიპაჟი.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი აღნიშნულ ლოკაციაზე ზუსთად ერთი თვის წინაც გაჩნდა.