ცეცხლი სავაჭრო ცენტრში გაჩნდა

2019-11-30 12:50:20

ხანძარი იყო თბილისში, სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ცეცხლი ტანსაცმლის მაღაზიებში გაჩნდა.

დამწვარია 70 კვადრატული მეტრის ფართობი.

ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ხანძარი უკვე ჩააქრეს.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.