ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

2019-11-29 23:51:49

ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელს იმ დროს დაეჯახა როდესაც ის მანქანიდან გადმოდიოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. დაშავებული პილიციელი მრავლობითი მოტეხილობებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-ში აცხადებენ რომ ავტომობილის მძღოლი რომელი პოლიციელს დაეჯახა, ადგილიდან მიიმალა.