მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-11-29 23:17:35

30 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე წვიმა, მაღალმთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +21, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 1-2 დეკემბერს +12, +14 გრადუსამდე მოიმატებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 30 ნოემბერი +16°C, 1 დეკემბერი +14°C, 2 დეკემბერი +11°C, 3 დეკემბერი +8°C.