მოტოციკლი 3 წლის ბავშვს დაეჯახა

2019-11-29 22:31:10

თბილისში, დიღომში, მოტოციკლი 3 წლის ბავშვს დაეჯახა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით დედა-შვილი, საავტომობილო საცობის დროს გზის სავალი ნაწილის გადაკვეთას ფეხით ცდილობდნენ რა დროსაც მათ მოტოციკლისტი დაეჯახათ.

ქალს ბავშვი ხელიდან გაუვარდა და რამდენიმე მეტრში დაეცა.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, დაშავებული მცირეწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 278-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს".