2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა

2019-11-29 20:42:01

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოეწყო.

დამსწრე აუდიტორიას, მომავალი ბიუჯეტის პროექტი მერიის წარმომადგენლებმა გააცნეს. საკრებულოს ფრაქციებმა, აგრეთვე გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კი მათ მიერ გამოკვეთილ პრიორიტეტებზე და ინიციატივებზე ისაუბრეს.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირები, საკრებულოს ფრაქციები, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, არასამთავრობო სექტორი, მედიის წარმომადგენლები და ასევე სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ნაწილი დისკუსიას დაეთმო, რომლის დროსაც ბიუჯეტთან მიმართებაში, შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოების კითხვებს, მერიისა და საკრებულოს პირველმა პირებმა უპასუხეს.

მარნეულში მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით გამართული საჯარო განხილვა, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით, ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს