ახალი პოლიტიკური კოალიცია

2019-11-29 17:26:16

"ლელო“, "შენების მოძრაობა“ და "ახალი მემარჯვენეები“ პოლიტიკურ თანამშრომლობას იწყებენ - ამის შესახებ ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

დავით უსუფაშვილმა განაცხადა რომ: - "დღეიდან ჩვენს სხვა ნაბიჯებსაც შევათანხმებთ ერთმანეთთან, გარდა პროპორციული არჩევნებისა საერთო ოპოზიციურ ფორმატში, რომელსაც რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. მჭიდრო კონსულტაციები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საარჩევნო პროცესს, კოორდინირებულად ვუყურებთ. შესაძლოა, ვიყოთ პარტნიორები საარჩევნო პროცესში, შესაძლოა, ვიყოთ კონკურენტები საარჩევნო პროცესში და პარტნიორები უკვე პარლამენტში. ამას გვაჩვენებს მომავალი. მთავარია, ჩვენ გადავწყვეტთ, კოორდინაცია იყოს ეფექტური“