ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

2019-11-29 16:23:43

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავტობანის, გორი-ქარელის მონაკვეთზე, სოფელ რუისთან.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს, ტრაილერი, მსუბუქი ავტომობილი და პიკაპი შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.