გიგი უგულავა დააკავეს

2019-11-29 11:32:01

ცოტახნის წინ, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა დააკაავეს. უგულავა ტერიტორიიდან საპატრულო პოლიციის მანქანით გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები აგრძელებენ წერტილოვან დარტყმებს ყველა იმ ადგილზე, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

ცოტა ხნის წინ პარლამენტთან შეკრებილები დაიძრნენ ეროვნული ბიბლიოთეკისკენ, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება. სწორედ წულუკიანთან შეხვედრას ითხოვდა უგულავა, რის შემდეგაც ის პოლიციელებმა ევროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

„აქციის მონაწილეებმა აქ გადმოინაცვლეს და ცდილობენ შესასვლელის ბლოკირებას. შესაბამისად, სამართალდამცველები მობილიზებულები არიან, დგას პოლიციის კორდონი და ყველას მოვუწოდებთ, რომ მშვიდ ვითარებაში გამოხატონ პროტესტი. ამ ხალხის რაოდენობა ბიბლიოთეკაში, ბუნებრივია, ვერ შევა. აქციის მონაწილეები ვერ განახორციელებენ ისეთ ქმედებებს, რომლების სხვა ღონისძიების ჩაშლაზეა მიმართლი“, - განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ.

აქციაზე მცირე ინციდენტიც მოხდა, როდესაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.