კომეტა თუ ბალისტიკური რაკეტა [video]

2019-11-28 23:39:49

28 ნოემბერს, რუსეთმა ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტა ისროლა. [ვიდეო/video]

რაკეტის დანახვა შესაძლებელი იყო როგორც რუსეთის ფედერაციის რამდენიმე რეგიონიდან ისე საქართველოდან.

რაკეტის ფრენის ამსახველი ვიდეოები გადაიღეს თბილისსა და ბათუმში. არსებული ინფორმაციით რაკეტამ რუსეთის ტერიტორიაზე გადაიარა თუმცა მისი ხილვა რამდენიმე ქვეყნიდან იყო შესაძლებელი.

თავდაპირველად ფიქრობდნენ რომ ცაზე კომეტა გამოჩნდა თუმცა მოგვიანებით გაირკვა რომ ეს იყო ტოპოლის ინტერკონტინენტური ბალისტიკური რაკეტა, რომელმაც ასტრახანის რეგიონიდან, კაპუსტინ იარის საცეცხლე რაზმიდან აიღო სტარტი და ყაზახეთის რესპუბლიკაში სარი-შაგანის სავარჯიშო მოედანზე, წინასწარ შერჩეულ პოზიციაზე სრული სიზუსტით დაეცა.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.