რუსთავში მიწების მისაკუთრებას ცდილობენ [photo]

2019-10-30 00:18:30

1 კვირის წინ რუსთავის მოსახლეობის ნაწილმა მე-19-ე მიკრორაიონში მიწები სხვადასხვა საშუალებებით შემოღობა.

გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირები მიწას შემოღობავდნენ მერია მათ საკუთრებაში გადასცემდათ. როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიაში განუცხადეს, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა რა ხდებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე 1 კვირის შემდეგ. ადგილზე გასვლისას ტერიტორიაზე ისევ დაგვხვდა საბურავები, ჩარჭობილი ხის მასალა და თოკებით შემოსაზღვრული მიწები. ამის შემდეგ დავინტერესდით აპირებს თუ არა მერიის ზედამხედველობის სამსახური შესაბამისი ზომების გატარებას.

"შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით ვაპირებთ მოსახლეობის მიერ უნებართვოდ განთავსებული კონსტრუქციების დემონტაჟს, რადგან ეს არის უკანონო", - აცხადებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი აკაკი ხვედელიძე.

ნახეთ ვიდეო რომელიც 21 ნოემბერს არის გადაღებული, ხოლო ფოტოები კი 1 კვირის შემდეგ, 18 ნოემბერს გადავიღეთ