მარნეული მინი ფესტივალს მასპინძლობს

2019-11-28 15:13:48

მარნეული CinéDOC - On Tour –ის ფარგლებში მინი ფესტივალს მასპინძლობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტი, წელს, პირველად, CinéDOC - On Tour – ის ფარგლებში, მარნეულის მინი ფესტივალს მასპინძლობს.

სამდღიანი მინი ფესტივალი დატვირთულია დოკუმენტური კინოჩვენებებით და სხვადასხვა ინდუსტრიული და გასართობი პროგრამით.

კულტურული ღონისძიება, კულტურის სახლში, გამოფენით გაიხსნა, სადაც ასახული იყო CineDOC-Tbilisi - ის საფესტივალო გზა. ღონისძიებას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, მერის მოადგილეები - ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჯანიძე, თვითმმართველობის თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ CinéDOC-Tbilisi არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.

რეგიონული კინოჩვენებები უკვე მეოთხე წელია ტარდება და მისი მთავარი მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო.

მარნეულში, ფესტივალი მერიისა და კულტურის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს