„ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსის“ მიხედვით, საფინანსო ორგანიზაციებს, მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა აეკრძალებათ.
დოკუმენტი ითვალისწინებს ფინანსური ორგანიზაციების ვალდებულებას სესხის/კრედიტის ამოღების პროცესში, დაიცვას ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების ნორმები და იმოქმედოს კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე.
ფინანსური ორგანიზაცია, ვალდებული იქნება მომხმარებელს მხოლოდ მის მიერ მიწოდებულ რეკვიზიტებზე, დილის 10:00 საათიდან 20:00 საათამდე დაუკავშირდეს.
სებ-ის მიერ შემუშავებულ პროექტშია აღნიშნული, ფინანსურ ორგანიზაციას ეკრძალება:
მომხმარებლის სიტყვიერი, ფიზიკური ან შეურაცხყოფა;
მომხმარებლების ვადაგადაცილებული სესხის/კრედიტის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება.
მომხმარებელს მიაწოდოს არასწორი ინფორმაცია, ვალდებულების მოცულობაზე, ვადასა და სამართლებრივ სტატუსზე;
არასწორად წარუდგინოს თავი, მათ შორის, მოჩვენებითად წარუდგინოს თავი აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლად და/ან სხვა ინსტიტუტთან დაკავშირებულ პირად;
მიაწოდოს ინფორმაცია, რომ ვალდებულების გადაუხდელობა გამოიწვევს მომხმარებლის თავისუფლების აღკვეთას;
მომხმარებელს და/ან საკონტაქტო პირს მიაწოდოს ინფორმაცია ისეთი ქმედების გამოყენების შესახებ, რომლის შედეგადაც ფინანსური ორგანიზაცია გახდება მომხმარებლის ქონების მფლობელი.